თამარ ჩუგოშვილი: ევროსაბჭომ თავისი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს
10-10-2018, 22:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა წლების განმავლობაში, რათა ევროპის საბჭო, როგორც ორგანიზაცია, დაესუსტებინა.

 

 

მისივე თქმით, ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და თუ რუსეთს უნდა, რომ დარჩეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად,  უნდა დაიწყოს ვალდებულებების შესრულება.

 

 

„რამდენიმე წელია, რუსეთს აქვს მცდელობა, რომ თავი აარიდოს  სანქციებს, არ შეასრულოს არც ერთი ვალდებულება, რომელიც მას აქვს დაკისრებული უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით. გუშინ ევროსაბჭომ რუსეთს ამაზე უარი უთხრა. ევროსაბჭომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ევროსაბჭოში მიღებული სხვადასხვა რეზოლუციებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს.

მათი მუქარა, რომ დატოვებენ ევროსაბჭოს, არარეალურია. ვფიქრობ, რომ რუსეთს სჭირდება აღიდგინოს ის ზიანი, რაც წლების განმავლობაში მის რეპუტაციას მიადგა. მთავარია, რომ ევროპის ქვეყნები იყვნენ პრინციპულები, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. გუშინ მათ დაიკავეს ეს პრინციპული პოზიცია და ამიტომ, მათი გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი