ვიცე პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას უპასუხისმგებლობას უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 12 წელი ცხოვრობდა იტალიაში, სადაც ძალიან მაღალ დონეზე იყო აყვანილი ბილეთების გაყიდვა.
"არ ვიცი, რამდენად მიღებულია მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა, მე იტალიაში ვცხოვრობდი 12 წელი და ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენად მაღალ დონეზე იყო აყვანილი თუნდაც ბილეთების გაყიდვა", - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ვისი პასუხიმგებლობაა შექმნილი სიტუაცია, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის, თუმცა თუ უეფა-ს მხრიდან იყო დავალება, უნდა გაევლოთ ყველაფერი Biletebi.ge-სთან, რათა მზად შეხვედროდნენ ამ პროცესს.
"მე ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციის მიერ, ამ შემთხვევაში თუ ეუფა-ს მხრიდან იყო დავალება, უნდა მომხდარიყო Biletebi.ge-სთან ამ ყველაფრის გავლა, რომ ისინი მზად შეხვედროდნენ ასეთ აჟიოტაჟს და ჩვენ თავიდანვე ვიცოდით რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ამიტომ ეს არის, ჩემი შეხედულებით, ძალიან უპასუხისმგებლობა რაც მოხდა", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.