გიორგი ბარამიძე: მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს, რომ საქართველო კანაფის კულტივაციის ქვეყნად გადაიქცეს, ჩვენი კოალიცია საზოგადოების აზრს გამოხატავს
10-10-2018, 23:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს, რომ საქართველო კანაფის კულტივაციის ქვეყნად გადაიქცეს და ჩვენი კოალიცია საზოგადოების აზრს გამოხატავს.

 

 

მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან პრეკურსორებისწარმოების მიზნით კანაფის ან სხვა მცენარის მოყვანა-დათესვა-წარმოება-შენახვა-გადაზიდვა-გასაღება კონსტიტუციის დონეზე უნდა აიკრძალოს.

 

 

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, კოალიცია 200 000 ხელმოწერას რამდენიმე კვირაში შეაგროვებს და უმრავლესობას იძულებულს გახდის, ამ კანონპროექტის პირისპირ დადგნენ და კენჭი უყარონ.

 

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ დაელოდნენ ისინი კონსულტაციებს, რადგან ამ დისკუსიის შემდეგ შესაძლოა, ხელისუფლებამ კანონპროექტის მიღება დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნას, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება კანონპროექტის გაწვევას ელოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა და ისინი ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დაელოდებიან.

 

 

გიორგი ბარამიძემ დავით უსუფაშვილს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ცხრა წელი ჰქონდა იმისთვის, რათა კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერები შეეტანა.

 

 

„ახლა უნდა შეგვეშინდეს ამის გაკეთება იმიტომ, რომ არჩევნებია და პოპულიზმი არ დაგვაბრალონ?! ჩვენთვის ეს გაუგებარია. ქართული საზოგადოება ამას მოითხოვს და ყველა ნორმალური პოლიტიკური ძალა, ვისაც პრეტენზია აქვს, უმრავლესობის აზრის გამომხატველი იყოს, იქიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს, თუ რა თემაა აქტუალური და რა უნდა ხალხს.

 

 

დიახ, ჩვენ ცხრა წელი გვქონდა, მაგრამ ასეთი აბსურდი აზრად არ მოგვსვლია, რომელიმე ჩვენგანის და მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილის გამდიდრებისთვის, ვაზის ქვეყანა კანაფის ქვეყნად გადაგვექცია.

 

 

მაშინ ვნახოთ, როგორ არ მიიღებენ ამ კანონპროექტს. არ მიიღებენ და, ქართული საზოგადოებისგან შესაბამის პასუხსაც მიიღებენ. რა თქმა უნდა – მშვიდობიანს, კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

 

 

ჩვენ ვერ ავყვებით თამაშს – ერთი თვე, ორი თვე და ა.შ. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც საზოგადოების ძალიან კატეგორიული მოთხოვნიდან გამომდინარეობს. მრავალეთნიკური, მრავალეროვანი და მრავალრელიგიური ქართული საზოგადოება რამე თემის გარშემო ასეთი ერთსულოვანი დიდი ხანია არ ყოფილა და არ მგონია, რომ კიდევ ორი თვე უნდა ველოდოთ იმის გარკვევას, რაც ხელისუფლებისთვის ისედაც კარგადაა გარკვეული“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი