სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძესთან, ადიგენის საკრებულოს თვჯდომარე იმედა მღებრიშვილთან და რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ინგა ბოჭორიშვილთან ერთად, სოფელ შოლავერში ახალაშენებული სკოლა გახსნეს.
ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სკოლა შვეიცარული სტანდარტების მიხედვით აშენდა და დაწყებითი კლასების 25 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლაში მოეწყო ბიბლიოთეკა და სპორტული ოთახი. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.