„რუსთავი 2" ასაჯაროვებს ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე საუბრობენ. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ჩხარტიშვილი საუბრობს, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.
„ვანო ჩხარტიშვილი: მე მიშას დროს ჩასული რომ ვიყავი ლონდონში შევხვდი ნარიშკინს, ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა, ხოდა შეგახვედრებო პუტინს მე მითხრა რა და მე ვუთხარი რა უნდა ვუთხრა მეთქი რაა, რამე თუ ისეთი არის რომელიც ვთქვათ რაღაცა, არ ვარ მეთქი მზად მეთქი შესახვედრად მეთქი და გაუკვირდა კაცს ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო, მე ვუთხარი რა ის არის შევხვდე პუტინთან ჩამოართვი ხელი, რაღაცა, მე ვუთხარი თუ რამე ისეთი იქნა, პირველ რიგში, იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ მე ვუთხარი რაღაცა რა ვიცი თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტითქო მე ვუთხარი. ხოდა მე ვუთხარი აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება და ისე, მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქ ლავროვთან იმასთან ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი, რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა მერე აქ რა რაღაც. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. სხვათა შორის, ძალიან სერიოზული ტიპია რა ახლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი”, - ისმის ჩანაწერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.