კახა კალაძე: ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სუბსიდირების შესახებ მთავრობა ერთობლივად იმსჯელებს
02-07-2015, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სუბსიდირების შესახებ მთავრობა ერთობლივად იმსჯელებს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.


"ტარიფს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ თბოელექტროსადგურებს აქვთ განაცხადი გაკეთებული. ამ მიმართულებით სემეკი მუშაობს. მე ადრეც გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა, ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ვნახოთ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, ვიცი, რომ მიმდინარეობს დათვლა. ამას გარკვეული დრო სჭირდება და ალბათ უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება", - განაცხადა კალაძემ და დაამატა, რომ იმ შემთხვევაში თუ ტარიფის დათვლის შედეგად გარდაუვალი იქნება ტარიფის გაზრდა, მაშინ საკითხზე მთავრობა იმსჯელებს.


"ეს მარტო ენერგეტიკის მინისტრის გადაწყვეტილება ვერ იქნება და არ უნდა იყოს, მთავრობა ერთად შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი