„ჩვენ, თქვენთან ერთად უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ და ხუთ არჩევნებში ავირჩიეთ ყოველთვის ჩვენთვის რჩეული“, მიმართა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა თეთრიწყაროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
„ჩვენ, თქვენთან ერთად უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ, რაც ეხება არჩევნებს. 2012 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ვატარებთ მეექვსე არჩევნებს. ხუთ არჩევნებში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და ავირჩიეთ ყოველთვის ჩვენთვის რჩეული. ქალბატონი სალომე, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გაიმარჯვებს თვენი დახმარებით. მე თვენ მოგიწოდებთ, ყველას, რომ მივცეთ ხმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ჩემი ხმა პირადად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, განაცხადა ჩანქსელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.