დავით სერგეენკო: მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს - მინდა, რომ არაჩვეულებრივ ქალბატონს, სალომე ზურაბიშვილს მივცე ხმა 28 ოქტომბერს
11-10-2018, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერი პრეზიდდდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

 

 

სალომე ზურაბიშვილი დღეს ქვემო ქართლის რეგიონში-თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

 

 

„28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი - უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ვერ გთხოვთ, არც გაკადრებთ იმას, რომ მიგითითოთ, ვის მისცეთ ხმა იმიტომ, რომ თითოეულ თქვენთაგანს საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს უტყუარი არჩევანის გასაკეთებლად - ვის უნდა ქვეყნისთვის სიკეთე, ვის უნდა ქვეყნის განვითარება და მეორეს მხრივ, ვის ამოძრავებს რევანშის, ბოღმის, ღვარძლის და ანგარიშსწორების სურვილი. ამას თქვენ არაჩვეულებრივად გააკეთებთ. მე ერთადერთი სათხოვარი მექნება თქვენთან, უმორჩილესი თხოვნა, რომ 28 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს, რომელსაც დავაფიქსირებ. მინდა, რომ არაჩვეულებრივ ქალბატონს, სალომე ზურაბიშვილს მივცე ხმა 28 ოქტომბერს. გისურვებთ წარმატებებს ქალბატონო სალომე", განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი