საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მის ზოგიერთ შემომწირველთან, მათ შორის ექიმებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.
როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ აუდიტის სამსახური სხვა საარჩევნო სუბიექტების შემომწირველების საკითხითაც ანალოგიურად ინტერესდება.
„ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური მიმართავს სასამართლოს. ეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს და მე როგორ უნდა ვთქვა რამე. ძალიან კარგი.
ძალიან ნორმალურია, რომ დაიწყო აუდიტის სამსახურმა და იმედი მაქვს, რომ იგივეს აკეთებს ჩემს კონკურენტებზე. აუდიტის სამსახური უნდა იყოს ჩართული, უნდა იყოს ზედამხედველი ამ კამპანიის და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.