ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაში მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.
„ეს არის პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, რუკაში ჯერჯერობით არ არის ასახული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ღირსშესანიშნაობები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, შემდგომში დაგეგმილი გვაქვს გაფართოებული სამუშაოების განხორციელება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკის სრულყოფილი სახით დამზადებისთვის", განაცხადა კულტურის სამსახურის უფროსმა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.