გრიგოლ ვაშაძე: ვის გიკვირთ ის, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს იმის თხოვნით, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში
11-10-2018, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი ყვება, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება.

 

 

„როდესაც ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე შეთქმულების თეორიებს გვაბრალებდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორც ყოველთვის ვყვირით - მგელი იქ, სადაც არავითარი მგელი არ არის. კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წარმოიდგინეთ მასშტაბი, რომლითაც ის საქართველოში ერეოდა. იმ ბიზნესმენების ბუნებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წელს, გაყიდიან რასაც გინდა 10 პროცენტი მოგებისთვის, რასაც გინდათ და 50 პროცენტი მოგებისთვის თავის ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს. ასე რომ, ვის გიკვირთ ის, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს იმის თხოვნით, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

„რუსთავი 2"-მა გუშინ, 10 ოქტომბერს გაასაჯაროვა ახალი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე საუბრობენ. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ჩხარტიშვილი საუბრობს, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი