ირმა ნადირაშვილი: ლევან ყიფიანის შემდეგ, ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და გვეტყვის, რომ ოქუაშვილი ამეცადინებდა და დუბლებს წერდა სამშობლოს ღალატში?
11-10-2018, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი ყვება, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა, „ევროპულ საქართველოში" ეხმაურებიან.

 


„უფრო ამზრზენი ის არის, რომ ამ საქმეში მან დახმარება სთხოვა რუსეთს, რომლის ტანკებიც აქვე დგას თბილისთან. ყველა ქვეყანაში და ყველა ენაზე ამას ჰქვია ერთადერთი სიტყვა და არის ერთი შეფასება - ეს არის საკუთარი სამშობლოს ღალატი. ძალიან სამქუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლებს შორის ჩხარტიშვილი პირველ რიგშია, ივანიშვილი მასთან თათბირობს საქვეყნო საქმეებზე და მასთან ალაგებს კორუფციულ სქემებს. ახლა ჩვენ რას უნდა ველოდოდებოდეთ? რომ უკვე ლევან ყიფიანის შემდეგ ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და გვეტყვის, რომ ოქუაშვილი ამეცადინებდა და დუბლებს წერდა სამშობლოს ღალატში?", აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი.

 

 

„რუსთავი 2"-მა გუშინ, 10 ოქტომბერს გაასაჯაროვა ახალი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე საუბრობენ. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ჩხარტიშვილი საუბრობს, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.

 

კომენტარები: 1
#1   დიანა
      
ე პუჭურ,ვის წართმეულ სახლში ცხოვრობ შე ჯოჯო,როდის უნდა დაუბრუნო პატრონს,ჯერ ის თქვი!
11 ოქტომბერი 2018 08:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი