ირაკლი ტაბლიაშვილი: „ურტყამს რა თავდაცვის უწყებას, ბ-ნი შაშკინი, უნებურად ურტყამს მაგალითად ამერიკელებსაც“
11-10-2018, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი თავდაცვის ექს-მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლის თანახმადაც - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამხედრო ბაზაზე საარჩევნო უბნები გააუქმა და აკეთებს ყველაფერს, რომ სამხედროებს არ ჰქონდეთ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და ავღანეთიდან ვადამდელი როტაცია დაიწყო იმ მიზნით, რომ შეიარაღებული ძალების კონტინგენტი იყოს გზაში და ვერ მოახერხოს ხმის მიცემა, როცა ავღანეთის კონტინგენტში ხმის მიცემის კენჭისყრა დადგება და ასევე, „თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იარაღს, რომელიც არ სჭირდება და უარს ამბობს იმ იარაღზე, რომელსაც გვჩუქნიან“ - აბსურდულს უწოდებს.

 


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ტაბლიაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს თავაცვის სამინისტროს სჭირდება მეტი იარაღი და მეტი ბიუჯეტი“, ხოლო „იარაღის ნებისმიერი შესყიდვა ან საჩუქრად მიღება თანხმდება ჩვენს პარტნიორებთან და დაფუძნებულია ექსპერტიზაზე და საჭიროებებზე... შესაბამისად, ურტყამს რა თავდაცვის უწყებას, ბ-ნი შაშკინი, უნებურად ურტყამს მაგალითად ამერიკელებსაც“.


„ომი დაიწყო რუსეთმა!

 


რუსეთმა ომი დაიწყო 1801 წელსაც, მანამდეც...

 


გააგრძელა მე-19 საუკუნეში... შემდეგ 1921 წელს.

 


1992-93 წლებში, ანუ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მოახდინა სუვერენული ქვეყნის ორი ტერიტორიის პირველი ოკუპაცია. ხოლო შემდგომ, 2008 წელს, ისევ თავად დაიწყო ომი და ის მოჩვენებითი მშვიდობაც კი, რომელიც თითქოსდა სუფევდა ამ რეგიონებში, დაარღვია. შესაბამისად, 7 აგვისტოს (და მანამდეც) მომხდარი მთლიანად რუსეთის ბრალია ყოველგვარი მაგრამის, თუმცას და მსგავსების გარეშე.

 


ახლა მეორე - დამოუკიდებლად იმისა, რას ამბობს რომელიმე ერთი, თუნდაც ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კანდიდატი, სიმართლე არის სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა... შესაბამისად, როცა ის ცდება - მას უნდა მივუთითოთ და როცა სხვა ცდება - სხვას.

 


ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მოგახსენებთ ჩემს აზრს თავდაცვის ყოფილი მინისტრის - შაშკინის რამდენიმე უაზრო განცხადებაზე, რომელთა თანახმადაც, თურმე:

 


1. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ხელისუფლებამ სამხედრო ბაზაზე საარჩევნო უბნები გააუქმა და აკეთებს ყველაფერს, რომ სამხედროებს არ ჰქონდეთ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა-საშუალება... მეტიც, შაშკინის თქმით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ეუბნებიან, თუ მათ არჩევანის გაკეთება სურთ, უნდა გამოცხადდნენ იქ, სადაც არიან ჩაწერილნი, თუმცა, იმავე დღეს უნდა დაბრუნდნენ უკან - ნაწილში.

 


რეალურად: რამდენადაც ჯარი პოლიტიკისაგან თავისუფალია, ანუ, დეპოლიტიზებულია, სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა განიცდიდნენ ზეწოლას არავის, მათ შორის, არც მმართველი ძალის მხრიდან. ზეწოლის ბერკეტი, ან, გნებავთ, საშუალება იყო სწორედ ის, რომ სამხედრო ნაწილებში იყო გახსნილი საარჩევნო უბნები. აქედან გამომდინარე, სამხედროები, გაცილებით იოლად ასრულებდნენ უკანონო ბრძანებებს და არჩევანს არა მათი გულისძახილის, არამედ, სხვათა კარნახით აკეთებდნენ.

 


დღეს (სხვათა შორის, არასამთავრობოების ძალისხმევის შედეგად და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით) ასე აღარაა - ჯარისკაცები არჩევნებში მონაწილეობენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს,რომ ნაწილიდან საარჩევნო უბანში სამხედრო მოსამსახურეები გადიან როტაციით (ისე, რომ ნაწილი არ ცარიელდება), შემდგომ კი (უმრავლეს შემთხვევაში სწორედ იმავე დღეს, რაც სწორია) ბრუნდებიან ამავე ნაწილში. თუ ვინმე, როგორც ამომრჩეველი, ცხოვრობს შორს (პირობითად, მარნეულში მოსამსახურე ცხოვრობს მესტიაში), ის, როგორც ამომრჩეველი, გადაწერილია ახლომდებარე (ამ შემთხვევაში, მარნეულის) საარჩევნო რომელიმე ოლქში.

 


2. ავღანეთიდან ვადამდელი როტაცია დაიწყეს. ხელისუფლების მიზანია, რომ შეიარაღებული ძალების კონტინგენტი იყოს გზაში და ვერ მოახერხოს ხმის მიცემა, როცა ავღანეთის კონტინგენტში ხმის მიცემის კენჭისყრა დადგება.

 


ესეც ბოდვაა - შეიარაღებული ძალების სამხედრო კონტინგენტის როტაცია არ უკავშირდება და არც შეიძლება უკავშირდებოდეს (საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების გათვალისწინებით), არჩევნებს ან რომელიმე სხვა შიდა პროცესს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ავღანეთში გაემგზავრა სამხედროთა კიდევ ერთი კონტინგენტი, რომელიც სპეციალურ უბნებში დააფიქსირებს არჩევანს, ხოლო დაბრუნებულები, შესაბამისად, საქართველოში გახსნილ უბნებში გამოცხადდებიან, ცხადია, სურვილის მიხედვით.

 


3. შაშკინის თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იარაღს, რომელიც არ სჭირდება და უარს ამბობს იმ იარაღზე, რომელსაც გვჩუქნიან.

 


ჩემი აზრით, ეს ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, აბსურდული განცხადებაა.

 


საქართველოს თავაცვის სამინისტროს, ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) აზრით სჭირდება მეტი იარაღი და მეტი ბიუჯეტი. ადრე, წლების წინ (მაგალითად მაშინ, როცა საზ.მაუწყებელზე მქონდა საავტორო გადაცემა) არაერთხელ გამიკრიტიკებია კონკრეტული უწყება და ზოგადად მთავრობა, ააღვნიშნავდი, რომ პერსონალური ხარჯი არის 80 %, ხოლო სხვა ხარჯი (მათ შორის შესყიდვებისა) არაუმეტეს 15 %-სა და ეს იყო ძალიან ცუდი.

 

 

(ობიექტურობისათვის ვიტყვი, რომ ყველა მინისტრი უარყოფდა ამ შეფარდებას).

 


ახლა, რამდენადაც ვიცი, პერსონალური ხარჯი 53 % ია (და სტანდარტებს აკმაყოფილებს), შეიარაღების შესყიდვაზე იხარჯება მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 21 % (რაც ასევე აკმაყოფილებს სტანდარტებს) და მშპ-ს 2% კი არის ბიუჯეტი (რაც ნატოს სტანდარტია). ეს კარგია.

 


ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს წვდომა იარაღის ბაზაზე და ამ პროცესში დიდი წვლილი შეიტანეს ბ-ნმა ალასანიამ და ქ-ნმა ხიდაშელმა, აგრეთვე, ბ-ნმა იზორიამ (ვერაფრით დავასახელებ ბ-ნ ჯანელიძეს)... და კიდევ ვიტყვი, რომ იარაღის ნებისმიერი შესყიდვა ან საჩუქრად მიღება თანხმდება ჩვენს პარტნიორებთან და დაფუძნებულია ექსპერტიზაზე და საჭიროებებზე... შესაბამისად, ურტყამს რა თავდაცვის უწყებას, ბ-ნი შაშკინი, უნებურად ურტყამს მაგალითად ამერიკელებსაც“, მიიჩნევს ირაკლი ტაბლიაშვილი.

 

კომენტარები: 81
#81   Viola
      
References:


Exclusive neosurf casino bonuses tvoyaskala.com
22 ოქტომბერი 2026 16:10
#80   Katja
      
References:


Fast withdrawal casinos Osko https://sonnik.nalench.com/user/thronecook02/
21 ოქტომბერი 2026 07:10
#79   Savannah
      
20 ოქტომბერი 2026 12:04
#78   Wilford
      
References:


Online slots australia neosurf neosurf anonymous casino australia
19 ოქტომბერი 2026 06:11
#77   Monika
      
18 ოქტომბერი 2026 13:22
#76   Lea
      
17 ოქტომბერი 2026 17:11
#75   Stephen
      
References:


Mobile casino apple pay deposit uk https://bbs.pku.edu.cn
16 ოქტომბერი 2026 00:36
#74   Reynaldo
      
References:


Lightning fast osko pokies https://gitlab.keysmith.bz/skirtowner60
14 ოქტომბერი 2026 12:19
#73   Julissa
      
References:


Osko pokies classic australian casinos with instant payouts
14 ოქტომბერი 2026 09:23
#72   Coleman
      
References:


Osko pokies minimum deposit real time payment casino australia
14 ოქტომბერი 2026 09:17
#71   Elissa
      
References:


Osko casino deposit Australia onlinevetjobs.com
14 ოქტომბერი 2026 08:22
#70   Kareem
      
References:


Neosurf casino australian dollars neosurf minimum deposit pokies australia
14 ოქტომბერი 2026 03:36
#69   Eartha
      
References:


Pokies osko minimum deposit telegra.ph
14 ოქტომბერი 2026 00:27
#68   Ulysses
      
References:


Mobile casino bank transfer australia aussie
casinos accepting bank wire
11 ოქტომბერი 2026 23:38
#67   Candelaria
      
References:


Best neosurf casinos australia new australian online casinos
neosurf
6 ოქტომბერი 2026 08:06
#66   Markus
      
References:


Fast payout neosurf casino australia neosurf casino vip program australia
5 ოქტომბერი 2026 07:58
#65   Almeda
      
References:


Payid minimum deposit pokies --btbbc1bctice0bhec4i.рф
26 სექტემბერი 2026 00:09
#64   Polly
      
References:


Sofortüberweisung Casinos https://www.88m2.com/?301684
24 სექტემბერი 2026 19:00
#63   Hellen
      
References:


Sofort Casino sicher https://dailyfantasyrankings.com.au
24 სექტემბერი 2026 14:48
#62   Malorie
      
23 სექტემბერი 2026 09:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი