ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ეხმაურება „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი ყვება, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.
ჩხარტიშვილის განცხადებით, აუდიჩანაწერი მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით.
„ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თვეზე მეტია, „ზაზა ფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე „სკანდალურია.“ ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს,“ მადლობის მეტი რა მეთქმის. ვიცი, რომ ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული. მიუხედავად ასეთი „საფრთხისა“, რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან, ან რა „სამხილით“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწყვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ისა და ნიკა გვარამიას და „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ, როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. ასეთი უბადრუკი მცდელობები ვერც იმ უდაო ფაქტს გადაფარავს, რომ ლონდონის ორმა წამყვანმა საექსპერტო ბიურომ ტელეკომპანიებში ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები მიიჩნია ხელით მანიპულირებულად და სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟად", ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.