საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯორჯ კენტს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული როლი საქართველოსთან მიმართებაში ხაზგასმით აღნიშნა და ჯორჯ კენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქრთველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრეს. ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზეც (GDRP) გამახვილდა, რომლის ფარგლებშიც ერთი ქართული ქვედანაყოფი უკვე გადამზადდა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ლევან იზორიამ და ჯორჯ კენტმა საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებაზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო სწავლებების კუთხით, აშშ-ის ევროპული სარდლობის განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა და ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.