რატი იონათამიშვილი გიგი უგულავას განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები ტოვებენ, მორიგ ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის საყვარელი საქმიანობაა
11-10-2018, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სიცრუეს და უპასუხისმგებლოს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას იმის თაობააზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები ტოვებენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან.

 


„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ ყოფილან ქართული ოცნების წევრები, ეს არის მორიგი ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ძალიან საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ეს ლოგიკურია ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პარტია სულ უფრო მეტად კარგავს, როგორც წევრებს, ისე მხარდამჭერებს“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში რატი იონათამიშვილმა.

 


მისი თქმით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პოლიტიკური პარტიის დაშლის პროცესს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი