მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერ სააკაშვილს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ომსა და მის შედეგებზე ისაუბრონ
11-10-2018, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ომსა და მის შედეგებზე ისაუბრონ, – ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრანკუფრტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე. რაც შეეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, დეპუტატის თქმით, მამუკა ბახტაძემ ქართულ კულტურაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე სუვერენიტეტსა და ქვეყნის მთლიანობაზე ისაუბრა.

 

 

მამუკა მდინარაძის შეფასებით, მამუკა ბახტაძეს გაერო-ს ტრიბუნაზე ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა, სადაც ოკუპაციაზე მთელი სიმძაფრით ისაუბრა და მისი გამოსვლა საერთაშორისო პარტნიორებმა მოიწონეს.

 

 

„მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, მამუკა ბახტაძე არის ძალიან ადეკვატური და ბოდიში მამუკასთან, რომ საერთოდ შედარებას ვაკეთებ, არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება წესით, რადგან მამუკა ბახტაძე გამოდიოდა გაერო-ს ტრიბუნაზე და მას ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა. მთელი სიმძაფრით ისაუბრა ოკუპაციაზე და მისი გამოსვლა საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწონებულ იქნა. გამოსვლაში იყო ყველა საჭირო მესიჯი, რაც ქვეყნის ინტერესებში ჯდებოდა. ქართულად რომ იყო გამოსვლა, ესეც ძალიან კარგი.

 

 

რაც შეეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, მან ისაუბრა ქართულ კულტურაზე. ეს იყო პლატფორმა, სადაც ძირითადად კულტურაზე უნდა ესაუბრა პრემიერ-მინისტრს. მიუხედავად ამისა, მან ასევე ისაუბრა სუვერენიტეტზე, ქვეყნის მთლიანობაზე და ვფიქრობ შედარება, მისი გაკიცხვა არის ამაზრზენი სააკაშვილის მხრიდან, ადამიანისგან, რომელიც პრაქტიკულად შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ილაპარაკონ ომზე და მის შედეგებზე“, განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი