ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაწვა
11-10-2018, 22:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაწვა.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაცით, მამაკაცმა სახლს ცეცხლი მაშინ წაუკიდა, როცა შვილი, რძალი და შვილიშვილი სახლში არ იმყოფებოდნენ.

 

 

მეზობლების განცხადებით, მამაკაცს შვილთან დაპირისპირება ხშირად ჰქონდა და არ გამორიცხავენ, სახლის დაწვის მიზეზი კონფლიქტი გამხდარიყო.

 

 

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ხუთი სახანძრო მანქანა მუშაობდა, თუმცა თვითმხილველების განცხადებით, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის 90 % დაიწვა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა.

 

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი