„იბერიას“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს. მისი თქმით, ჩხარტიშვილს დღევანდელ განცხადებაში აღელვება ეტყობოდა, ვინაიდან ის რუსეთში ფარულ შეხვედრებს მართავდა.
„ის საუბარი, რაც ბოლო ჩანაწერში ისმის, ერთი ამოსუნთქვით არის, ანუ ის არ არის დამონტაჟებული და ამის შემოწმება ყველანაირი საშუალებით შეიძლება. იქ ჩანს, რომ ადამიანს ძალიან ეამაყება და ეტრაბახება თავისი საქციელი. იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ყვება, არაფერი აიძულებს, თუ არა თავისი სიამაყე, თუ როგორი საქმე ჩაიდინა. როდასც საუბრობს, რომ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა, მას ძალიან მოსწონს თავი, ანუ ადამიანი, რომელიც ოფიციალურად ბიზნესმენია და არანაირი შეხება არ აქვს ოფიციალურ საკითხებთან და პოლიტიკასთან, ასეთ საქმეებშია ჩართული და ამას საუბრობს.
ზუსტი და სწორი ჩხარტიშვილის ნათქვამიდან არის ის, რომ ინტერესით ელოდება. რა თქმა უნდა ის ინტერესით ელოდება, ვერ ვიტყვი რომ პოპკორნს მიირთმევს, საკმაოდ აღელვებული მეჩვენება. საკმაოდ მძიმეა, როდესაც პუტინის ადმინისტრაციასთან რაღაც ამბები მიაქვს და მოაქვს. ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს. მე ვყოფილვარ რუსეთში შეხვედრებზე, ეს იყო ღია შეხვედრები და კამერების წინაშე იცოდნენ, თუ რას ვსაუბრობდით“, აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.