საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ „რესპუბლიკელი“ წევრის და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ლევან ბერძენიშვილის მრჩევლობას სთავაზობს.
„მე გამიხარდებოდა, რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა“, წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“, და ლევან ბერძენიშვილის განცხადებას აზიარებს.
ლევან ბერძენიშვილი კი „ფეისბუქის“ თავის გვერდზე წერს: „ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან „შნურით“ მიბმული“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.