„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის ძირითადი თემა წინასაარჩევნო გარემო და მისი საარჩევნო პროგრამა იყო.
„ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოზე. კიდევ ერთხელ ავიხსენი, თუ რამდენად შემაძრწუნებელი იყო ის გარემომ, რომელიც დღეს არის პირადი შეურაცხყოფის, ლანძღვის და დაპირისპირების გარემო, რომელიც ხელს არ უწყობს იმას, რომ ამომრჩეველმა გაიგოს, რაზე უნდა გააკეთოს არჩევანი. მე ვესაუბრე სწორედ იმაზე, თუ მე რას ვთავაზობ ჩემ ამომრჩეველს; რა არის ჩემი კამპანიის თემები; როგორ უნდა შემოვიყვანოთ ევროპა საქართველოში თავისი სტანდარტებით; როგორ უნდა დავუახლოვდეთ ევროპას და იგივე ნატოს დღესვე იმით, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი მოვითხოვოთ და მეტი გავაკეთოთ. როგორ უნდა იყოს პრეზიდენტი ამ ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დაპირისპირების კიდევ ერთი წყარო", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.