კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ „უპრეცედენტო ანტიკანონიკური ქმედება“ ჩაიდინა, განაცხადა რუსეთის სინოდის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ოთხშაბათს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ორი არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურისთვის - თვითგამოცხადებული კიევის პატრიარქ ფილარეტისთვის (დენისენკო), რომელიც რუსეთის საპატრიარქომ 1997 წელს ანათემას გადასცა, და მაკარ მალეტიჩისთვის (უკრაინული ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია) - ანათემის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. კონსტანტინოპოლმა ასევე განაცხადა თავის უფლებებზე უკრაინაში და გააუქმა 1686 წლის ისტორიული წერილი, რომელიც უფლებას აძლევდა მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტი დაენიშნა.
15 ოქტომბერს, მინსკში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი „სათანადო შეფასებას მისცემს ამ აქტს“, განაცხადა ლეგოიდამ.
თავის მრივ, მოსკოვის პატრიარქ კირილის პრეს-მდივანმა, ალექსანდრე ვოლკოვმა ტელეარხ „Россия-24“-ის ეთერში აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით, ერთი ადგილობრივი ეკლესიის მეორეს საქმეებში „ძალადობრივი და აგრესიული“ ჩარევის უპრეცედენტო მოვლენა გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.