„ქართულ ოცნება“ უმძიმე სმდგომარეობაშია და გადავიდა ტოტალურ ძალადობაზე საჯარო მოხელეებთან მიმართებაში, უკვე მასობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების, რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და წინააღმდეგ შემთხევვაში იმუქრებიან მათი სამსახურებიდან გათავისუფლებით“, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.
„მე ხელთ მაქვს ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ დააფიქსირეს ასეთი ფაქტები მასიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან მიმართებაში, თვითმმართველობის ორგანოებში. მეორე მხრივ, პირდაპირ მიცემულია დავალება და ურეკავენ ადამიანებს საჯარო მოხელეები, შემდეგი ტექსტით: თქვენ გაქვთ საპატრულო პოლიციის ჯარიმა, ან გაქვთ ჩამორთმეული მართვის მოწმობა დროებით და თუ მოგვიტანთ 15-20 ადამიანის, მხარდამჭერის სიას, ასეთ შემთხვევაში, თქვენ დაგიბრუნდებათ, ან აღიდგენთ მართვის მოწმობას, ან გაგიუქმებთ ჯარიმას.
ეს არის ტოტალური უკანონობა, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების" მასიური ძალადობა საჯარო მოხელეებზე და მთლიანად მოქალაქეებზე. მე ერთი რამ მინდა ვთქვა - ჩვენ თითოეულ ამ ფაქტს დავაფიქსირებთ; მე მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც დაგირეკავენ მსგავსი ტექსტით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენ შტაბებში", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მანვე მოუწოდა საჯარო მოხელეებს, რომ „ნუ შეგეშინდებათ ამ ადამიანების - მათი დღეები მართლაც დათვლილია. ჩვენ დავიცავთ თითოეული თქვენგანის უფლებას. ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც კანონის შესაბამისად მოიქცევა, რაღა თქმა უნდა გვერდში დავუდგებით.... ვერავინ ვერ გახლებთ ხელს".
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აღნიშნულ დარღვევებთან და ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიცია ინფორმაციას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.