პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი მმართველი პოლიტიკური გუნდის „სასარგებლოდ არ მუშაობს".
კაკულიას უჭირს პოზიციის ჩამოყალიბება ფარცხალაძის მიერ სოლიდაური შემოსავლების მიღების საკითხთან დაკავშირებით და ამბობს, რომ შეკითხვები არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ლეგიტიმურია ეს შეკითხვები.
„ამ ადამიანის შესახებ იმდენი საუბარია, რომ დასკვნები რომ გააკეთო, ან ყველაფერი უნდა იცოდე და მაშინ გააკეთო, ან ჯობია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ამ ეტაპზე, რაღაც ბევრ შეკითხვას აჩენს ზოგადად, მაგრამ ეს შეკითხვები რამდენად ლეგიტიმურია, რა არის ამ შეკითხვების უკან, ამომწურავი ინფორმაციის გარეშე, ძნელია პოზიციის ჩამოყალიბება. სასარგებლოდ რომ არ მუშაობს ამ წუთას ეს სახელი ჩვენთვის, ეს ცხადია", განუცხადა „რუსთავი 2"-ს რომან კაკულიამ.
ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძემ შემოსავლები საავიაციო ქარხნიდან მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.