თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ
12-10-2018, 13:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იმ დროის განმავლობაში, რაც მე წარმოვადგენ საქართველოს დელეგაციას, ძალიან დიდი გამარჯვება იყო საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანაა და რომელიც წლებია უკვე არღვევს სხვადასხვა ვალდებულებებს, რაც დაკისრებული აქვს ევროსაბჭოს მხრიდან“, განაცხადა სტრასბურგში ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციისთვის, რომლებიც იგივე თემებს ლობირებდნენ, მაგალითად, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთისათვის, ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

 

 

„მნიშვნელოვანი იყო ასევე რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა ე.წ ნაცრისფერ ზონებში ანუ ჩვენ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობას და მონიტორინგის დაშვების საკითხს. ჩვენ ამ სესიის განმავლობაში შეხვედრები გვქონდა იმ დამკვირვებლებთან, რომლებიც ჩამოდიან ევროსაბჭოს ასამბლეიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და ასევე, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან და მომხსენებლებთან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. საერთო ჯამში, ძალიან ნაყოფიერი სესია იყო. ამ კვირის განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, რაც რთულად მიღწევადი იყო და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ევროსაბჭოში“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი