სალომე ზურაბიშვილი: დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე
12-10-2018, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

 

 

„ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე. მგონი, ჩემ გარდა, არც ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე ქართულად არ ულაპარაკიათ. შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი ქართული უშეცდომოა, მათ შორის ჩემი შვილების მეტყველება, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ოპონენტები აბრალებენ, რომ არის რასისტი, ქსენოფობი და ეს ყველაფერი კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს ეფუძნება.

 

 

„მეორე რასაც ეხებიან არის პატრიოტიზმი, ის ყველაფერი, რითაც მოვდივარ ემიგრაციიდან. თურმე ვარ რუსეთის აგენტი, პრორუსი და ა.შ. ეხებიან ჩემი სარწმუნოების საკითხს, თურმე არ ვარ მართლმადიდებელი და ვარ კათოლიკე, მართლმადიდებლობაა ჩემი სარწმუნოება, მაგრამ, რატომ არის ეს ლანძღვის საგანი, არ ვიცი. ეჭვქვეშ აყენებენ ჩემს ტოლერანტობას, ირწმუნებიან, რომ ვარ რასისტი, ქსენოფობი, ეს ყველაფერი კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს ეფუძნება. რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელებიც მოსახლეობას ეცნობიან, როგორც სალომე ზურაბიშვილის აგიტატორები და მათ უსვამენ კითხვებს: რა მოგიტანათ ევროკავშირმა ან ნატო-მ? ხალხს კი უკვირს ეს და ასკვნის, რომ მე პროევროპელი და პროდასავლელი არ ვყოფილვარ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   იური
      
1. სამწუხროა,რომ პარტიები და საზოგადოების ნაწილი არაკორექტულად წერენ და ნაგავს აყრიან ერთმანეთს.ქალბატონ სალომეს არ მახსოვ რომელიმე საპრეზიდენტო კანდთდატისტვის რაიმე ასეთი ეკადრებინოს.
2. საზოგადოება არ ითხოვს არც ერთ კანდიდატისგან მათ რა შეეშალათ ,რა ვერ გააკეთეს, რა შეცდომები იქნა დაშვებული მათ ,ან მისი ლიდერის მიერ,მისი პარტიის მიერ,,..რომ არ მოხდება ასეთი რამ,..ბოდიშს ვიხდით რაც შევცოდეთ და ამ შეცდომებს გპირდებით არ ბგავიმეორებთ,..
#.არც ეღტ კანდიოდატს არ უსაუბრია,რომ მე არამარტო პრზიდენტი ვიქნები ყველა მოქალაქის,არამედ ვიქნები სან=მხედრო ძალების მთავარსარდალი. შეიარტაღებულნ ძალებში მომსახურეთ მეტ ყურადგებას ვ=მივაქცევ,ვეტერანებს ავიყვან ევროპის ვეტერანების სოცდონეზე,..მრტა;ია დიდი უფლებები არ გამაცნია მაგრამ ვიბრძოლებ და პროექტებს წარვადგენ პარლამენტში,..და სხვ,..

4. ერთმანეთის ლანძღვა სისუსტედ ითვლება,...გაიგეთ.

პატ-ით იური გალდავა სამხედრო ფსიქოლოგი.

გავეცანი ქ-ნ სალომეს რეზიუმეს და სემიზლია განვაცხადო რომ მისი რეზიუმე აწონის ყველა კანდიდატის და უმრავლეს პარლამენტართა რეზიუმეს ერთად აღთებულს,მაგრამ როგორ წარმართავს პრეზიდენობას ამის გარანტი ვერავინ იქნება.ეს მხოლოდ მან იციც და,.. მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.
12 ოქტომბერი 2018 11:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი