სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „საზღვრის გარედან“ ემზადებიან და იმედი აქვთ, რომ არჩევნები არასტაბილურ სიტუაციაში გადავა
12-10-2018, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა არასტაბილურ სიტუაციაში და ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

 

 

„მრავალეროვნება, მრავალენოვნება – ეს ყველაფერი არის ის, რაც ქმნის საქართველოს სიძლიერეს, საქართველოს სიმდიდრეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფუძველი დაშლის და ჩვენ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენს ირგვლივ ძალიან რთული რეგიონია. ერთი ვიცით, ვინც არის ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპანტი, მაგრამ ასევე, რთულია საერთოდ, რეგიონი. აქეთ – ტერორიზმი, იქეთ – არასტაბილურობა და ჩვენ ვართ რაღაცნაირი კუნძული ამ რთულ რეგიონში, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამიტომ, შეგვიძლია, უფრო მეტი მოვითხოვოთ და უფრო სხვანაირად, მე ამის დიდი იმედი მაქვს, წარვმართოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ ცოტა უფრო კონკრეტული და უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდეთ იმ ერთადერთ გზაზე, რომელიც არის ჩვენი გზა ევროპასთან შეერთებისა, მაგრამ ჩვენ შიგნით უნდა შევინარჩუნოთ ჯერ ეს სტაბილურობა. ვიღაცებს აქვთ იმის იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა რაღაც არასტაბილურ სიტუაციაში და ვიღაცები ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან; რაღაცას გვეუბნებიან, რომ შეიძლება მოხდეს და უნდა მოხდეს რევოლუცია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ მზად სტაბილურობისთვის – ეს იქნება ჩემი პირველი და მთავარი დანიშნულება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი