შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილებს, ჩხარტიშვილებს, კვირიკაშვილებს, ბეჟუაშვილებს ტყავი უნდა გავაძროთ
12-10-2018, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ უნდა გავაძროთ ივანიშვილებს, ჩხარტიშვილებს, კვირიკაშვილებს, ბეჟუაშვილებს ტყავი. აი, ამ გაძრობილი ტყავის შემდეგ, პენსიაც მოიმატებს და ქვეყანაც ფეხზე დადგება - ანუ უკან უნდა მოვატანინოთ ის მილიარდები, რაც მოგვპარეს, აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი.

 

 

ნათელაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს პენსიონერებს შეხვდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, პრეზიდენტობის ყოველ წელს, პენსიონერებს 100 ლარი მოემატებათ.

 

 

„უნდა შეწყდეს პენსიონერების პერმანენტული მოტყუების პროცესი, რომ იქნება 1 000-1 500 ლარი პენსია და მერე იმის ახსნა, რომ რატომ არ შესრულდა. ეს არის უზნეობა და ღვთის გმობა, რასაც აკეთებს პოლიტიკოსთა არაერთი თაობა. ჩვენ ეს არასდროს არ გვიქნია. მე ვიღებ ვალდებულებას და არ ვიძლევი დაპირებას, რომ ჩემი პრეზიდენტობის ყოველ წელს, პენსიონერებს მოემატებათ 100 ლარი და ანაბრების დაბრუნება დაიწყება პენსიონერებიდან", განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი