გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოში: რუსეთის აქ დაბრუნება გაანადგურებს ამ ორგანიზაციას, ნუ დავუშვებთ შეცდომას
12-10-2018, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, მიმართა და ასამბლეის წევრებს მოუწოდა, მკვეთრი პოზიცია ჰქონოდათ რუსეთის ამ ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ. კანდელაკის თქმით, ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნება პრინციპულად არასწორია და ორგანიზაციაში დიდ კრიზისს გამოიწვევს.

 

 

„1998 წელს, როდესაც რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა, მთავარი კითხვა, რომელიც აქ ისმოდა, იყო: ევროსაბჭო შეცვლიდა რუსეთს, თუ რუსეთი ევროსაბჭოს.

 

 

ჩემი აზრით, ის არაეთიკური და აგრესიული გზა, რომლითაც გენერალური მდივანი დებატებში ჩარევას და დებატებზე ზეგავლენას ცდილობდა, სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი წარმატებულია ევროსაბჭოს ცვლილების პროცესში.

 

 

დასანანია, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, რომელიც უინსტონ ჩერჩილმა დააარსა, იმეორებს აგრესორის ცრუ არგუმენტებს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ არგუმენტის პასუხად, რომ მოსამართლეთა უმეტესი ნაწილის არჩევა რუსეთის პარლამენტარების გარეშე მოხდება- გაიხსენეთ 1998 წელი. როდესაც რუსეთი გაწევრიანდა, არც ერთი მოსამართლე არ იყო რუსეთის დეპუტატების მიერ არჩეული და ეს სრულებით მისაღები იყო.

 


გენერალურ მდივანს, ასევე, ავიწყდება, რომ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, და ეს უკვე გაკეთებული აქვს.

 

 

ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული არგუმენტიც ცრუა, რადგან სადაო თანხა არც ისე დიდია და თუ ამ თანხას თითოეულ წევრზე გადავანაწილებთ, ერთ მილიონ ევროზე ნაკლები იქნება, რაც მისაღებია ისეთი ქვეყნისთვისაც, როგორიც საქართველოა.

 

 

კოლეგებო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიულ პარალელებზე, ეს ბევრის აღშფოთებას იწვევს - როგორ შეიძლება დღევანდელი რუსეთი შევადაროთ საბჭოთა კავშირსო, გვპასუხობს ბევრი. ცხადია, სხვაობა ამ ორს შორის დიდია და სტალინიზმის ბნელი დღეები დასრულდა, მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ლოგიკა არ შეცვლილა. ეს პარალელები გარდაუვალია. როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ფინეთში, ერთა ლიგამ არ შეცვალა ლიგის წესები- ერთა ლიგამ გარიცხა საბჭოთა კავშირი.

 

 

გამიხარდა, როდესაც მოვისმინე უინსტონ ჩერჩილის ძალიან კარგი ციტატა მორიგების პოლიტიკის, ომისა და ღირსების შესახებ. კიდევ ერთი მისი ციტატა, რომელიც ბრწყინვალედ ეხმიანება დღევანდელ დებატს: მომრგები ისაა, რომელიც კვებავს ნიანგს, იმედით, რომ ნიანგი მას ბოლოს შეჭამს.

 

 

მივმართავ კოლეგებს, ვისაც სურვილი აქვს კენჭი უყაროს ამ ანგარიშს, კეთილი განზრახვით- კენჭი უყაროს იმ იმედით, რომ როდესაც წარმოდგენილი იქნება რუსეთის პარლამენტი -არადემოკრატიული პარლამენტი, რადგან დუმა არ არის დემოკრატიული გზით არჩეული; როდესაც რუსი პარლამენტარები აქ დაბრუნდებიან, ეს მისაღები გახდება; რომ ეს გარკვეულწილად იმუშავებს.

 

 

კოლეგებო, ეს არ იქნება მისაღები. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არღვევს მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სჩადის ეთნიკურ წმენდას, რომელსაც ეს ორგანიზაციაც აღიარებს.

 

 

რუსეთთან მიმართებაში მსგავსი დათმობა ამ ორგანიზაციას გაანადგურებს. ნუ დაუშვებთ შეცდომას.

 


როდესაც ამ დებატის შემდეგ დასხდებით, რათა ხმა მისცეთ ანგარიშის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, გაიხსენეთ ეს პოლიტიკური კონტექსტი. ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ანგარიშისთვის ხმის მიცემა რუსეთის იმ ქმედებების ლეგიტიმაციის ტოლია, რომელიც მან ჩაიდინა და რომლის გაგრძელებასაც გეგმავს მომავალში “, ამ სიტყვით მიმართა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, კომიტეტში დააბრუნოს მოხსენება, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესების წესების შეცვლას ითვალისწინებდა.

 

 

მომხსენებელმა პეტრა დე სუტერმა ხაზი გაუსვა დოკუმენტის გარშემო წარმოქმნილ "ცხარე კამათს" და გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ საკითხის განხილვას 2019 წლის იანვარში დაუბრუნდეს. მის წინადადებას მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 99 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 79 წავიდა, 16-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოთხოვნით შემუშავებული ახალი წესების დასამტკიცებლად, ხმათა ორი მესამედი იყო საჭირო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი