ემზარ ჯგერენაია: „ქართული მანჰეტენი“ ფინანსურთან ერთად, პირველ რიგში, ეკოლოგიური პროექტია
02-07-2015, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში პროექტ „ქართული მანჰეტენის“ შინაარსი განმარტა. როგორც მან ჟურნალისტებს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განუცხადა, „მანჰეტენი“ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონის შექმნას გულისხმობს.


რეკრეაციულ ზონაში ტყეპარკთან ერთად ჯგერენაია 5- ვარსკვლავიან სასტუმროებსა და ბიზნესცენტრებსაც მოიაზრებს. თანხები კი პროექტისთვის, სავარაუდოდ, საერთაშორისო დონორებიდან იქნება მოძიებული.


„ქართული მანჰეტენი“ ფინანსურთან ერთად, პირველ რიგში, ეკოლოგიური პროექტია. აქ ჩადებულია ის, რომ მდინარე ვერეს ხეობის მიმდებარედ, პატარა მდინარეებზე და 50 მეწყერსაშიშ ზონაზე ეკოლოგიური ბალანსი უნდა აღდგეს. უნდა შეიქმნას განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, აშენდეს დამბა, რომელიც იქნება გარანტორი, რომ ქალაქში შემავალი დებეტი რეგულირებადი გახდეს.


აქ უნდა შეიქმნას მთლიანი სარეკრეაციო ზონა ვაკე – საბურთალოდან გმირთა მოედნის ჩათვლით, რასაც უზარმაზარი ფული სჭირდება. ყველგან უნდა დაირგოს ხე, ბუჩქი, მოეწყოს სარბენი ბილიკები, ატრაქციონები, საცურაო აუზები, ტენისის კორტები, აქ იქნება 3, 4,5- ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბიზნესცენტრი. თუ აქ არ გაშენდება უზარმაზარი ტყის რეკრეაციული ზოლი, ამას ფასი არ ექნება და იქ ბიზნესცენტრიც არ შეიძლება. წინასწარი გათვლებით, ეს პროექტი 1, 400 000 000 მილიონი დოლარი დაჯდება. აქ ყველაზე დიდი თანხები ეკოლოგიური სიტუაციის აღდგენაზე და რეკრეაციულ ზონაზე მოდის. ამის რესურსები სხვადსხვა დონორი ორგანიზაციიდან უნდა მოვიძიოთ, იქნება ეს აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ბანკიდან, ნაწილი გრანტი იქნება, ნაწილი კრედიტი, ნაწილი ინვესტიცია“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი