პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იან კელი მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ძალიან პასიური იქნება. ამის მიზეზად პოლიტოლოგი იმას ასახელებს, რომ რომ აშშ-ში ეშინიათ, მათ ზედმეტად აქტიურობას პრორუსული განწყობილების გაძლიერება არ მოჰყვეს. სოსო ცინცაძემ ეს გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.
,,ახალი ელჩი იან კელი გაცილებით პასიური იქნება, ვიდრე რიჩარდ ნორლანდი იყო. ამერიკას ეშინია ერთი რამის, რომ საქართველოში ზედმეტად აქტიურობას არ მოჰყვეს პრორუსული განწყობილების გაძლიერება. ვაშინგტონში მშვნენივრად იციან, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში არც ნატო ეჭყანება და არც ევროკავშირი, რამდენ ხანს შეიძლება ამ საკენკით კვებო სამმილიონიანი მშიერი ქვეყანა?“,- აღნიშნა პოლიტოლოგმა.
მისივე თქმით, ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდივით არასდროს მოიქცევა, როცა ეს უკანასკნელი ზუგდიდში, პოლიტიკური პარტიის ლიდერთან ერთად მიტინგზე იდგა.
,,ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებთ, ამერიკის ახალი ელჩი ნორლანდივით არ მოიქცევა, რომელმაც დიპლომატიური კანონების უხეში დარღვევით ზუგდიდში არჩევნების შემდეგ მიტინგზე ალასანიას გვერდით იდგა. საკითხი პრინციპულად ასე იდგა, რომ ალასანიას ზუგდიდში უნდა გაემარჯვა. ამას უკვე ახალი ელჩი აღარ იზამს, ეს გამორიცხულია. ამიტომ, გარწმუნებთ, აშშ-ის ახალი ელჩი პასიური იქნება“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.