გრიგოლ ვაშაძე: პირობას გაძლევთ, რომ ფულით ვერ გვიყიდიან, თანამდებობით ვერ შეგვაცდენენ
13-10-2018, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში" რუსთავის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს 28 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

 

„შესანიშნავად ვიცით, როგორ ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველ დღე. ჩვენ არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი სიღატაკის ზღვარზეა, სადაც ყოველი მესამე უმუშევარია. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპონენტი იქნება ხელისუფლების ნაწილი. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სათავეში იქნება ოპოზიციონერი, რომ ხელისუფლება არ მოასვენოს. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც გენერალური პროკურორი იქნება ოპოზიციის მიერ შერჩეული და შემდეგ პარლამენტის მიერ არჩეული, სადაც პროკურატურას გამოეყოფა გამოძიება, გვეყოფა საბჭოთა გადმონაშთებში ცხოვრება. ჩვენ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ყველანაირ ფუფუნებაზე უარს ვიტყვით და რაც შეიძლება მეტ თანხას გადავისვრით სამ მიმართულებაში, რაც არის განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც ვერავინ გაბედავს ვერავის დაჩაგვრას იმიტომ, რომ ის უმცირესობას ეკუთვნის. ვერავინ ვერავის მიუთითებს კანის ფერზე, ნაციონალობაზე, რელიგიაზე. საქართველოში ბიუროკრატიის თარეში დასრულდება, არ შეიძლება ბავშვი სკოლაში წინ და უკან დღეეში გადიოდეს 7 კილომეტრს და ვიღაცა ვიგინდარა ჩინოვნიკი 200-ათასიანი ჯიპით დადიოდეს", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას და დასძინა: „პირობას გაძლევთ მე და ჩემი მეგობრებიც, რომ ფულით ვერ გვიყიდიან, თანამდებობით ვერ შეგვაცდენენ და თქვენ არჩვენას და გამარჯვებას არავის არ მოვაპარინებთ".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი