„შევაგინე და ხელი დამარტყა“ - „რუსთავი 2“ ასაჯაროვებს ფარულ ჩანაწერს, რომელშიც ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტზე საუბრობს
13-10-2018, 21:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2" ასაჯაროვებს მორიგ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და ამავე კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერი საუბრობენ.

 

 

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კონფლიქტი მოუვიდა და ოთარ ფარცხალაძემ სახლის სარდაფში მასზე იძალადა.

 

 

„ზაზა ოქუაშვილი: პრინციპში, ვაფშე არაფერი არ უნდა დაჯდეს ... რესტრუქტურიზაცია, რაც კანონით ევალება და... არ ვიცი, ძალმომრეობით მოხდა მილიონები წავიდა ჩვენგან აი, ფაქტიურად, ყაჩაღობით ხო კაცს დავდევდით მთელი ღამე ვეძებდით.

 

 

ომეგას მენეჯერი: რა სადა, კაცო, სადა... აზრზე არა ვარ, გოგისთან და კოკისთან არ მიკითხავს .... რა ხდება, მითხარი ორი სიტყვით რაა, რა იყო ლევან?

 

 

ლევან ყიფიანი: არაფერი, რაღაც უსიამოვნება მომივიდა.

 

 

ომეგას მენეჯერი: ვისთან?

 

 

ლევან ყიფიანი: ფარცხალაძე რო არის.

 

 

ომეგას მენეჯერი: ჰო, ვიცი ეგა, ჰო. ის რო იყო, პროკურორი. რა მერე, რა, ფიზიკური გაქვს შენ თუ.

 

 

ლევან ყიფიანი: ჰო, ფიზიკურად. შევაგინე და ხელი დამარტყა.

 

 

ომეგას მენეჯერი: შეაგინე შენ იმას და იმან ხელი და მერე შენც დაარტყი.

 

 

ლევან ყიფიანი: ვეღარ მოვასწარი.

 

 

ომეგას მენეჯერი: ნუ, ესე იგი იმის ქვეშ მაინც არა ხარ.

 

 

ლევან ყიფიანი: მარა ნუ, შევრიგდით და....

 

 

ომეგას მენეჯერი: და სარდაფში რა გინდოდა, ვერ გავიგე.

 

 

ლევან ყიფიანი: რაღაცა ოფისი აქვს, რაა.

 

 

ზაზა ოქუაშვილი: სპეციალური ოფისი აქვს, თუ ჭკვიანად არ მოიქეცი, შენც მოხვდები იქ.

 

 

ომეგას მენეჯერი: აა, მოგიტაცეს?

 

 

ლევან ყიფიანი: არა, ჩემი ფეხით მივედი.

 

 

ომეგას მენეჯერი: და ჩაგსვევს იქა?

 

 

ლევან ყიფიანი: ჰო, რაა, რაღაცა ეგრე მოხდა და მერე მოვიდა ეს ბიჭი და ... ძმაკაცი მაგისი, მეო არ ვიცოდიო რაღაცაო და არ დამიჯერაო რაღაცაო... შემაგინეო, რაა, შემაგინაო.

 

 

ომეგას მენეჯერი: ფარცხალაძემ?

 

 

ზაზა ოქუაშვილი: მიზეზი გინება ხო არ იყო?

 

 

ომეგას მენეჯერი: ჰო, რა თქმა უნდა, გავიგე. ეს ისე, ხუმრობით გითხარი.

 

 

ლევან ყიფიანი: მანამდე ზაზასთან ჰქონდა საუბარი და ნუ, ზაზამ უთხრა რაღაცა და აიცილა.

 

 

ომეგას მენეჯერი: მოიცა, დაგარტყა თუ მერე გაგაკავეს და?

 

 

ლევან ყიფიანი: არა, ნუ, გამლახეს რაა, გამლახეს რა.

 

 

ომეგას მენეჯერი: გაგაჩერეს, გაგაკავეს?

 

 

ლევან ყიფიანი: ჰო, რა.

 

 

ომეგას მენეჯერი: ვაა, რა ნაგლი ყოფილა ხედავ, ფარცხალაძე.

 

 

ლევან ყიფიანი: რაც იყო ეხლა ჩხუბში, ეხლა ცემა.

 

 

ომეგას მენეჯერი: რომ გირტყამდნენ, არ აგინებდი?

 

 

ლევან ყიფიანი: ვაგინებდი და რომ ვაგინებდი მაგინებდა და ... ეგენი იმასთან ვერა.

 

 

ომეგას მენეჯერი: ფარცხალაძესთან.

 

 

ზაზა ოქუაშვილი: იმასთან ვერ არის, მარა მიდიო, უთხრა და წინასწარ იცოდა ყველაფერი.

 

 

ომეგას მენეჯერი: აა, ნაზლო უთხარიო, ხო, ფარცხალაძე...

 

 

ლევან ყიფიანი: ჰო, რავი.

 

 

ომეგას მენეჯერი: უიმე, გაგშოლტეს?

 

 

ზაზა ოქუაშვილი: გააძრეს აბსულუტურად...

 

 

ომეგას მენეჯერი: ძველი ბიჭი ყოფილა...", ისმის ფარულ აუდიოჩანაწერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი