საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
კათოლიკოს-პატრიარქი ლიტურგიას სწორედ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვა 10 საათზე დაიწყება.
ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 13 ივლისს ეკლესია ქრისტეს ყველა მოციქულს იხსენიებს. 14 ოქტომბერს კი – ქრისტეს კვართს.
„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.
სვეტიცხოვლობა-მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხე.
11:00-18:00 სთ-მდე გაიმართება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
11:00-17:00 სთ-ზე სადღესასწაულო კონცერტი (მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და მომღერალ-მგალობელთა გუნდი „დიდგორი“).
13:00-14:00 სთ-ზე მცხეთის 2018 წლის „საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა-დაჯილდოება.
15:00–16:00 სთ-ზე საბავშვო სპექტაკლი.
15:00 – 16:30 სთ-ზე ქუჩის თეატრი – საკარნავალო მსვლელობა.
19:30 – 21:00 სთ-ზე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“.
16:00 – 17:30 სთ-ზე ქალაქ მცხეთის ბენდი ,,The light room”.
21:00 – 22:00 სთ-ზე ელექტრონული მუსიკა – DJ Alex.
საზეიმო ღონისძიებებს 21:00 სთ-ზე ფოიერვერკი დაასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.