თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოსა და ანდორის ეროვნულ გუნდებს შორის შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ქართველებმა მეტოქეს 3:0 მოუგეს.
ანგარიში პირველ ტაიმში 33-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა. დამატებითი დროის ბოლოს წამებზე კაკაბაძის გადაცემის შემდეგ, მესამე გოლი კანკავამ თავით გაიტანა. სრული მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე თამაშის უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.