ილია მეორე: შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიყვარული და მთლიანობა საქართველოისა
14-10-2018, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და მთლიანობა საქართველოისა.

 

 

ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

 

 

„დღეს არის უდიდესი ჩვენი ეროვნული დღესასწაული მცხეთობა, სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს როგორც ტყუპი ძმები. ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველსა და მცხეთას, კარგი და მძიმე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოისა. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, ქართველმა ადამიანმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწველოს, მოწამეების სისხლი გამოედინება მას, მაგრამ ამავე დროს, ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მეფის, პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა სვეტიცხოველში ხდებოდა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

 

 

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქი და ადგილია. ქრისტეს შობამდე, ექვსი საუკუნით ადრე ჩამოტანილი იყო ​ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. შემთხვევით არ არის, რომ ჩამოტანილი იყო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ისიც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს – სიწმინდეების ჩამობრძანება, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანსა ვცემთ ამ წმინდა ადგილს. გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა, ამ ადგილას დასაფლავებულიყო. თავს უღირსად თვლიდა, რომ აქ დაეკრძალათ და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც არის სამთავროს დედათა მონასტერი. ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო.

მოხარული ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს ესწრებიან  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სხვა თანამდებობის პირები. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და მადლი უფლისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, განაცხადა ილია მეორემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი