მამუკა მდინარაძე: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი მართლაც გაეხვა სკანდალში
14-10-2018, 19:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი მართლაც გაეხვა სკანდალში. პირველ რიგში, უგულავამ ვეღარ უარყო ჩემი ნათქვამი, რადგან არც ერთი მათგანი არ იყო დღეს „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საერთოდ წარსულშიც შეხებაშიც არ იყო „ქართულ ოცნებასთან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მისი ინფორმაციით, გიგი უგულავას გვერდით ედგა პიროვნება, რომელიც 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრიდა.

 

 

„მეორე, უგულავას გვერდით ედგა ასეთი პიროვნება, გურამ ჭვინტიაშვილი, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღეს „პატრიოტთა ალიანსშიც“ კი აღარ არის. მესამე, არანაკლები სკანდალი, როდესაც ამ განცხადების გაკეთების დროს ოქუაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტმა დამისვა კითხვა ფარცხალაძეზე, რაც საათნახევრის შემდეგ გაიმეორა გიგი უგულავამ. ეს დამთხვევაა თუ ოქუაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფის „ევროპული საქართველოს“ საერთო მესიჯები სად ლაგდება ერთად, ამაზე თავად გასცენ პასუხი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

რაც შეეხება ქეთევან მაღლაკელიძეს, მამუკა მდინარაძის თქმით, „დაზუსტებული ინფორმაციით, 2012 წელს იყო ყრილობაზე იმ 3 000-მდე ადამიანს შორის, რომელმაც დააფუძნა „ქართული ოცნება“, დღეს მას „ქართულ ოცნებასთან“ აღარანაირი შეხება აღარ აქვს“.

 

 

„რჩევას მივცემ გიგი უგულავას, ნუ წვალობს ამდენს რომ გადაფაროს ის, თუ თავიანთი წევრები როგორ გაურბიან, მათ შორის, პარლამენტის წევრი მამუკა ჩიქოვანი და ბევრი მათი სხვა წევრი გადადის სხვა დანაყოფში „ნაციონალურ მოძრაობაში. მე მივცემ რამდენიმე ერთეული ადამიანის სიას, რომელიც 2012 წლიდან 2018 წლამდე გავიდა ან გაირიცხა „ქართული ოცნებიდან“, შემდეგ ჩაატარონ ბრიფინგი, გააბევრონ სხვა ისეთი ადამიანებით, რომლებიც არასდროს ყოფილან „ქართულ ოცნებაში“ და ისევ მშვენიერი ბრიფინგი გამოუვათ“ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი