23 წელი გავიდა აფხაზეთში, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან. ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 1992 წლის 2 ივლისს დილის 5:00 საათზე დაბა ტამიშთან გადმოსხმული დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა.
გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად „შავნაბადას“ და „ავაზას“ ბატალიონებმა განიცადეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 14:30 საათზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას გმირთა მემორიალთან პატივს მიაგებენ თანამებრძოლები: „შავნაბადას“ და „ავაზას“ ბატალიონების წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მისი მოადგილე ანა დოლიძე, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მისი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.