„ომეგა ჯგუფის" საქმე და ახალი სკანდალური ჩანაწერები საიდანაც ირკვევა, რომ ივანიშვილმა ლევან ყიფიანის ცემის შესახებ ყველაფერი იცოდა - გაერთიანებულ ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ ამ პროკურატურის პირობებში საქმეზე სიმართლე დადგინდება.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პასუხი „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობამ 28 ოქტომბერს უნდა გასცეს.
„სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ რა თქმა უნდა პროკურატურა ყველაფერს მოიმოქმედებს რომ არ დაკითხოს ივანიშვილი. არ გამოიძიოს ეს საქმეები. ერთადერთი გამოსავალი არის 28 ოქტომბერი. არჩევნები, როდესაც პასუხი ამ ყველაფერზე უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ," საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის არჩევნებში აქტიური მონაწილეობით“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.