ხობში ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა - დაშავებულია ერთი ადამიანი
14-10-2018, 21:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა.

 

 

მომხდარის შედეგად, დაშავდა ავტომანქანის მძღოლი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

„გამოძახებისას ადგილზე დაგვხვდა ცეცხლმოკიდებული მსუბუქი ავტომანქანა. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მალევე მოხდა ცეცხლის ლიკვიდირება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, აცხადებს მეხანძრე- მაშველი გრიგოლ არჩილია.

 

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი