ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპული საქართველოს“ გამოყოფასაც ეხმაურება. ამბობს, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე უნდა ნახოს საერთო და დაიწყოს ბრძოლა. მისივე თქმით ის ამ ორ ძალას ვერ ყოფს რადგან ორივე მათგანში ხედავს მის მეგობრებს და ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენია.
„მე ყველაფერი მეჩვენება ისე როგორც იყო ჩემ დაპატიმრებამდე. მე ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, ასე ვთქვათ რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისე ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ მაინც უნდა ნახოს საერთო და საერთო ინტერესებისთვის და მიზნის მისაღწევად იბრძოლოს, ამიტომ ჩემს მდგომარეობაში არჩევანზე არ ვფიქრობ, რადგან ესენი ჩემ მეგობრებად და თანამებრძოლებად მიმაჩნია ამიტომ ვერ ვყოფ... მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ესენი გახდნენ ისევ ერთიანი, რადგან მიხეილ სააკაშვილსაც და იმ ადამიანებსაც ერთნაირი მიზნები აქვთ და მინდა რომ ესენი იყვნენ ერთად, იბრძოლონ ერთი მიზნისთვის“, განაცხადა მერაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.