დონალდ ტრამპი: მე უკრაინას საბრძოლო იარაღი და ტანკის მკვლელები მივეცი, ობამამ კი ბალიშები და საბნები გაუგზავნა
15-10-2018, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე უკრაინას საბრძოლო იარაღი და ტანკის მკვლელები მივეცი, ობამამ კი ბალიშები და საბნები გაუგზავნა, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 


CBS-ის ჟურნალისტი ლესლი სტოლი: ხალხს არ ესმის, რატომ არასდროს არ იყენებთ მწვავე ლექსიკას ვლადიმერ პუტინის მიმართ და მეც არ მესმის ეს.

 


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: თქვენ არ იცით რაზე ვესაუბრე პუტინს შეხვედრაზე, პრესკონფერენციის წინ:

 


ლესლი სტოლი: არა, მე ვგულისხმობ, საჯაროდ. თქვენ არასდროს ამბობთ რაიმე მწვავეს მის შესახებ.

 


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: მაპატიეთ... მე არ ვამბობ? მე ვარ ის, ვინც უკრაინას საბრძოლო იარაღი და ტანკის მკვლელები მისცა. ობამას ეს არ გაუკეთებია. იცით მან რა გაუგზავნა? მან გაუგზავნა ბალიშები და საბნები. მე ვარ ის... და ის არის ის, რომელმაც გადასცა უკრაინის ნაწილი, სადაც რუსეთს ახლა აქვს ეს...

 


ლესლი სტოლი: მოდით, კიდევ ერთხელ, მე ვგულისხმობ პერსონალურად ვლადიმერ პუტინს.

 


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: მე ვფიქრობ, მე ძალზე მწვავე ვარ მასთან პერსონალურად. მე მქონდა მასთან შეხვედრა, ერთი-ერთზე. ეს იყო ძალიან მძიმე შეხვედრა და ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა.

 


ლესლი სტოლი: ეთანხმებთ, რომ ვლადიმერ პუტინი ჩართული იყო მკვლელობებში? მოწამვლებში?

 


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: შესაძლოა, რომ ის არის, კი. მე ვგულისხმობ, მე არ ვიცი...

 


ლესლი სტოლი: შესაძლოა?

 


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: მაგრამ მე ვეყრდნობი მათ, ეს არ არის ჩვენ ქვეყანაში.

 


ლესლი სტოლი: გჯერათ, რომ რუსები ჩაერივნენ ჩვენს 2016 წლის არჩევნებში?

 


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: ისინი... ისინი ჩაერივნენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასევე ჩაერია ჩინეთი.

 


ლესლი სტოლი: მაგრამ თქვენ რატომ...

 


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: და ვფიქრობ, სხვა ქვეყნებიც... მე ვამბობ რუსეთი [ჩაერია], მაგრამ ასევე ჩაერია ჩინეთიც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი