ნამდვილად არ ვთვლი, რომ სულელი ვარ და გავაფუჭე ის სკამი, რომელზეც ვიჯექი, აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მის ხელისუფლებასა და საქართველოს მოქმედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის პარალელს ავლებს.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მთავრობას „ივანიშვილისა და მისი ჯოგისგან" განსხვავებით, საქართველო უყვარდათ და სწორედ ამით ხსნის ყოფილი პრეზიდენტი იმას, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მთავრობა ქალაქებს აშენებდა, „ქართული ოცნება" კი, მხოლოდ საკუთარი ვილების მოწყობითაა დაკავებული.
„გუშინ, ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე, გერმანელებმა მიიწვიეს სანდრა. იქ სანდრა იჯდა და ყიდდა თავის წიგნებს 20-20 ევროდ. ალბათ, ერთი ათი წიგნი გაყიდა, 200 ევრო აიღო, რათა დახმარებოდა საქართველოში გაჭირვებულებს მისი ფონდი - ფონდისთვის აგროვებდა ფულს. მართალი გითხრათ, ეს ვნახე და მერე ვნახე საღამოს სიჟეტები „ოცნების" ხალხის სახლებზე და შემრცხვა და ძალიან გავბრაზდი. ეტყობა, მე და ჩემი ახლობლები ვართ სრული სულელები და ვერაფერი ვერ გაგვიგია. მაგრამ ეს ისე და სინამდვილეში, არაფერი სულელები ჩვენ არა ვართ იმიტომ, რომ განსხვავებით ივანიშვილისა და მისი ჯოგისგან მე და იმ ხალხს, ვინც მე მხარს მიჭერს, უყვარს საქართველო - ჩვენ გვიყვარს საქართელო, თქვენ - გეზიზღებათ. ის ხალხი ვინც იძახის - ოო, ყველა მთავრობა იპარავს, ყველა მთავრობის დროს იგივე ხდებოდა - მეცოდებით.
რას ჰქვია, ყველა მთავრობა იპარავდა. და როგორ მოხდა ისე, რომ ჩემი მთავრობის წევრები ზოგი მძღოლად მუშაობს ამერიკაში, ზოგი მშენებლობაზე მუშაობს. ზოგი ძლივს ირჩენს თავს? როგორ მოხდა, რომ მე არაფერი არ დამრჩა და არაფერი გამაჩნია? თქვენ ვერ აკავშირებთ ერთმანეთთან ამბებს - ჩემს დროს საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა მინიმუმ ათჯერ, ალბათ, გგონიათ რომ სულელები ვართ, რომ ყველაფერი მიგვქონდა ბიუჯეტში. თქვენ გგონიათ ციდან ჩამოვარდა ეს აშენებული ქალაქები, გზები, ინფრასტრუქტურა და შემთხვევითია, რომ ახლა აღარაფერი კეთდება? იმიტომ, რომ ან შენ აშენებ შენს სახლებს, შენს ვილებს, ან შენ აშენებ ქვეყანას - აქ შუალედი არ არსებობს....
ამიტომ, 28-ში ყველამ უნდა მოვუხმოთ ჭკუას, თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ქვეყანა. ვისაც გვიყვარს საქართველო, უნდა დავირაზმოთ, არ გავიყიდოთ და მივიდეთ არჩევნებზე და საქართველოში საქართველო უყვარს უმეტესობას. ამათ არ უყვართ და მათ, ვისაც უყვართ საქართველო, იმან უნდა მოაშოროს ის, ვისაც საქარვეო არ უვყარს, ეზიზღება დაუნდა მარტო საკუთარი სახლების და ვილების მოწყობა.... მე არ მომიპარია, მაგრამ ჩემი ქონებები არის აშენებული ბათუმი, აშენებული სიღნაღი, აშენებული ქუთაისი. ეს არის ჩემი ქონება, პირადად არაფერი არ მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.