სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კვირას გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინდელმა ჩანაწერმა დაადასტურა, რომ გენერალ გოგი თათუხაშვილის შვილი დაკითხვისას წამებით მოკლეს.
„გოგი თათუხაშვილი არის ძალიან ღირსეული საქართველოს გენერალი,რომელსაც ვილა არ აუშენებია და არც ფული მოუპარავს. სტასბურგში რომ წავიდა, პირველი რამდენიმე თვე უსახლკაროდ იყო და ხშირად ხიდის ქვეშ ათევდა ღამეს. მან სამშობლოს გაუზარდა ორი მეომარი, მათთან ერთად იბრძოდა ომში. მთელი ეს დრო, ის ამბობდა, რომ მისი შვილი შალვა დაკითხვისას წამებით მოკლეს და ამ ფაქტს პროკურატურა უარყოფდა. გუშინდელი ჩანაწერით, ეს დადასტურდა“, აცხადებს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.