სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კვირას გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის, რადგან მისი თქმით, ხელისუფლების ყველა შტოს მართავს კრიმინალური დაჯგუფებები.
„გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი გადადის საგანგებო მდგომარეობაზე. ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს. ჩვენ დავინახეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს, აღარც ხელისუფლება გვყავს. ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლების ყველა შტოს მართავს დაჯგუფებული, შეიარაღბული კრიმინალური ბანდფორმირებები. სასაჯელაღსრულების სისტემაში სუფევს სრული განუკითხაობა და კრიმინალი, როდესაც ვიღაც სუბელიანს თანამდებობის პირები შეჰყავს პატიმრების დასაკითხად და წამებაზე დასასწრებად. ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურატურას გარედან მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და მისი შეიარაღებული დაჯგუფება. ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო გადაქცეულია მაფიოზური კლანის დაჯგფებად, რომელიც უსიტყვოდ და უპირობოდ ასრულებს მაფიოზების ყველა ინსტრუქციას. ჩვენ დავინახეთ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა, რომ ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში. მან ერთი მხედრიონი კი არ აღადგინა, შემქნა რამდენიმე მხედრიონი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები, ჩვენ დავინახეთ მწამებელთა შეირაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ და აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ მათ სასამართლოში მისცენ ჩვენებები, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას აქვს შეკვეთილი. ჩვენ დავინახეთ, რომ შს მინისტრის უშუალო მონაწილეობით ფიზიკური ზემოქმედება მოხდა 51-ე სკოლის მოსწავლეებზე იმისთვის, რომ მათ მიეღოთ სასურველი ჩვენებები.
დადასტურდა, რომ შალვა თათუხაშვილი - სახელოვანი ვეტერანი მოკლულია ე.წ. ხელისუფლების მიერ.
28 ოქტომბერს არსებული ხელისუფლების და მისი კანდიდატის მხარდაჭერა, ვადაგასული ფრანგული სუნამოსავით რომ ასხამენ იმ სიბინძურეს, რამაც ამოხეთქა „ქართული ოცნების“ წიაღიდან. ამის მხარდაჭერა ნიშნავს, მხარი დაუჭირო შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ხაზი გადაუსვა ჩვენი სამშობლოს მომავალს, ეს ნიშნავს, რომ მხარი დაუჭირო იმას, რომ საქართველო გახდეს შეიარაღებული ბანდების და კრიმინალების თარეშის ადგილი...", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც თქვა რომ პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვოს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, რის შემდეგაც უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
„ასეთი შეურაცხყოფილი არ ვყოფილვარ არასოდეს. 90-იანი წლებიც კი არ არის ეს“, განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.