„საქართველოსადმი სიყვარულმა და გამოცდილებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა“, განაცხადა ცნობილმა კინორეჟისორმა, თემურ ბაბლუანმა დუშეთში სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
„პოლიტიკა ჩემგან ძალიან შორს არის, შორს იყო ყოველთვის და არის ახლაც, მაგრამ, პირველ რიგში, მე ვარ ქართველი, ისევე როგორც თქვენ. არაფერი იმაზე ძვირფასი, მთავარი ფასეულობა არ გამაჩნია, ვიდრე ეს არის ჩემი ქართველობა და მე ვარ ამით ამაყი. სწორედ ქართველობის, საქართველოსადმი სიყვარულმა და გამოცდილებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით ის საუკეთესო კანდიდატია. მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს“, განაცხადა ბაბლუანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.