„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კვირას გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი არაერთ სკანდალურ საკითხზე საუბრობს. დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შექმნილ ვითარებას უაღრესად საგანგაშო უწოდა და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.
„ეს ჩანაწერები არ ეხება ერთ კონკრეტულ საქმეს, არ ეხება კონკრეტულ თანამდებობის პირებს, არ ეხება კონკრეტულ უწყებებს. ეს ჩანაწერები ეხება ქართულ სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის მომავალს იმიტომ, რომ თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ გვაქვს სახელმწიფო. საქართველოში არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს შვილებს ასეთ საქართველოში არ გაგვაჩნია და არ გვაქვს ღირსეულად ცხოვრების, მომავლის პერსპექტივა. ჩვენ ყველას გვახსოვს 2012 წლამდე არსებული პრობლემები, როდესაც საზოგადოებამ სამართლიანად თქვა უარი ზედმეტად ძლიერ სახელმწიფოზე, სახელმწიფოზე, რომელიც ერეოდა ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ დღეს მივიღეთ მეორე, ბევრად უფრო მძიმე და ბევრად უფრო საშიში უკიდურესობა. დღეს მივიღეთ უკიდურესობა, როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები, პრაქტიკულად, ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ კრიმინალური, მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნესინტერესების გამოყენებით და მათ საფუძველზე. ეს სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო და ეს არ არის კონკრეტული თანამდებობის პირების, უწყებების ან კონკრეტული საქმეების თემა. ეს არის თითოეული ჩვენგანის მომავლის საკითხი - აქვს თუ არა მომავალი ქართულ სახელმწიფოს და გვაქვს თუ არა ჩვენ, ჩვენ შვილებს მომვალი ამ სახელმწიფოში....
ეს არის უაღრესად საგანგაშო სიტუაცია და ამ სიტუაციას ქართულმა საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. საუკეთესო პასუხი გახლავთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გაიამრთება 12 დღეში", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.