„ჩვენ უნდა მივცეთ სალომე ზურაბიშვილს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში ცოტა განსხვავებული პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს", - განაცხადა მოქალაქე მაია ცაბოშვილმა დუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
„სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან კარგი მეგობარი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე დედა. იგი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკუთარი პრინციპები და არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ თქვენ მოგატყუოთ. ეს არის ის ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია და რომლის გამოც მას ხმა უნდა მივცეთ. ჩვენ უნდა მივცეთ მას იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში ცოტა განსხვავებული პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს. ქალბატონი სალომესთვის ეს თანამდებობა არ არის ხიბლი, არამედ, მას ნამდვილად უნდა თქვენთვის საქმის კეთება და ჩვენ ამის საშუალება უნდა მივცეთ. გთხოვთ, დაიმახსოვროთ რიცხვი 48 და შემოხაზოთ 28 ოქტომბერს", განაცხადა ცაბოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.