ლეჩხუმში „რთველი-2018“ აქტიურ ფაზაში შევიდა. ცაგერის მერიის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის მონაცემებით მუნიციპალიტეტში გაყიდულია 600 ტონამდე „ცოლიკოური“. ჩასაბარებლად დარჩენილია დაახლოებით 100 ტონამდე ყურძენი, რომელსაც სახელწიფო ღვინის მარანი შეისყიდის.
მერიაში აცხადებენ, რომ ჩასაბარებელი ყურძენი ძირითადად დარჩენილია ორბელის, წიფერჩის და ოყურეშის თემის სოფლებში. დღეიდან აღნიშნულ სოფლებში დაწყებულია სახელმწიფო ღვინის მარნის მიერ „ცოლიკოურის“ მიღება.
ლეჩხუმში ყურძენს იბარებენ შემდეგი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი", „კახეთის ტრდიციული მევენახეობა" და სხვები. კილოგრამი ყურძნის ფასი 3 ლარი.
ცაგერის მერიის ცნობით, 2-3 დღეში დაიწყება ორბელური „ოჯალეშის“ ჩაბარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.