ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი სამედიცინო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს უკვე დღეიდან მიიღებს. ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.
ეროვნული სასწავლო ცენტრის შექმნის მიზანი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა. ამჟამად სიმულაციური სწავლებები ცენტრის მომავალ ტრენერებს უტარდებათ. სასწავლო ცენტრში, ყველა ძირითადი სპეციალიზაციის ექიმისა და ექთნის გადამზადებაა შესაძლებელი. ცენტრი განკუთვნილია როგორც სიმულაციური, ისე თეორიული სწავლებისთვის. შენობაში სასტუმროს ტიპის ოთახებიც არის მოწყობილი, რომლითაც რეგიონებიდან ჩამოსული სამედიცინო პერსონალი ისარგებლებს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ცენტრის შენობა წინა ხელისფლების დროს აშენდა, თუმცა უხარისხოდ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების გამო, სარემონტო გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა. შენობას ტექნოლოგიური ბზარი ჰქონდა, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. შენობის გარე ფასადზე შეიცვალა მოსაპირკეთებელი ფილები, ხელახლა გადაიხურა სახურავი და ტერასები, ახლიდან მოეწყო ჰიდროიზოლაციაც. ამჟამად ცენტრის შენობა თანამედრიოვე სტანდარტების მიხედვით არის მოწყობილი. სასწავლო ბაზა მაღალტექნოლოგიური სიმულატორებითა და მულაჟებით არის აღიჭურვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.